მედია “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის, ალ-ბაღდადის დაჭრაზე საუბრობს

მედია

5ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი და დაჯგუფების რამდენიმე მეთაური ერაყში საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაიჭრნენ – არაბული მედია წერს.
ამავე დროს, Reuters-ი ავრცელებს, რომ კოალიცია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პოლკოვნიკმა კრის გარვერმა, რომელიც აშშ-ს ჯარებს მეთაურობს, განაცხადა, რომ ის ფლობს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის დაჭრის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მიმდინარე მომენტში ოფიციალურ კონმენტარს ვერ გააკეთებს.
Reuters-ი აზუსტებს, რომ საჰაერო შეტევის შესახებ ინფორმაცია ირანულმა არხმა Alsumaria-მ გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ, ნაინავის პროვინციიდან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო.
ალ-ბაღდადი ერაყის სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით 1971 წელს დაიბადა. ის არის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც 2014 წელს ერაყსა და სირიაში ტერიტორიების ნაწილი დაიპყრო.
მასზე კოალიციას 10 მილიონი დოლარი ჯილდო აქვს დაწესებული.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძე: რამდენიმე თვე ტანსაცმელი არ გამომიცვლია, შვილი სულ მკერდზე მეწვა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: სტიქიის სალიკვიდაციოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი იქნა მოზილიზებული