მედია აშშ-ს მიერ სირიის ავიადარტყმებში ივანკა ტრამპის როლზე საუბრობს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველია, დიდი გავლენა მოახდინა სირიის დაბომბვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში – წყაროზე დაყრდნობით The Independent-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იტყობინება, ივანკა ტრამპი გაზის შეტევისგან სირიაში მსხვერპლთა კადრებმა აღაშფოთა.
გამოცემის წყაროს თქმით, ივანკამ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და ამიტომ იყო აშშ-ს რეაქცია “მოსალოდნელზე ძლიერი”.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა სამხედრო ავიაცაიამ 7 აპრილს შაირათის აეროპორტი დაბომბა, მანამდე ვაშინგტონმა დამასკოს ბრალი დასდო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გაზის გამოყენებაში.

banner
წინა სტატიაშიჯონსონმა სირიაზე ამერიკის ახალი დარტყმები არ გამორიცხა
შემდეგი სტატიაკრემლმა აშშ-ს მიერ შესაძლო ახალ სანქციებზე კომენტარი გააკეთა