მეცნიერებმა ზიკას ვირუსს და გიიენ-ბარეს სინდრომს შორის კავშირზე ისაუბრეს

ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზიკას ვირუსი რთულ ნევროლოგიურ გაღიზიანებას იწვევს, რომელიც ცნობილია როგორც გიიენ-ბარეს სინდრომი.
42 პაციენტის სისხლის სინჯის კვლევისას, რომლებმაც ზიკას ვირუსი ორი წლის წინ გადაიტანეს, ექსპერტებმა გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების შესაძლებლობა გამოითვალეს – ეს შესაძლებელია 4 000-დან ერთს დაემართოს.
მართალია, ალბათობა არ არის დიდი, მაგრამ როგორც ფრანგული სამეცნიერო ჟურნალი წერს, აღმოჩენას მეცნიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ზიკას ვირუსი პლანეტის მასშტაბის საშიშროებაა.

banner
წინა სტატიაშისავარაუდოდ, საქართველოს ელტონ ჯონი ესტუმრება
შემდეგი სტატიაშპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს