მეცხრე დღეა ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მეცხრე დღეა გრძელდება მაღაროელების გაფიცვა. მაღაროს მუშაობა სრულად გაჩერებულია. აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარავი გაშალეს და 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ. მათი მოთხოვნებია ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შახტის ადმინისტრაცია გაფიცვის მონაწილეებთან კომუნიკაციის რეჟიმში იმყოფება.

“ჩვენი მოთხოვნები არ არის ისეთი, რომ რაღაც ფუფუნებაზე ვფიქრობდეთ. ჩვენ ვფიქრობთ ყოველდღიურ ლუკმაზე, რომ ოჯახები ვარჩინოთ, შვილები ვარჩინოთ და მედიკამენტები ვუყიდოთ. სხვა ჩვენ რამე ფუფუნების საგნებზე პრეტენზიები არ გაგვაჩნია“, – განაცხადა მაღაროელმა რუსლან ბუცხრიკიძემ.

მაღაროელების განცხადებით, თუ მათი ხელფსები გაიზრდება ისინი დაუბრუნდებიან სამუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია ვარკეთილში – ერთმანეთს ბაზრობაზე მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატია“ეს არ იყო რევანში ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება”