მეჭიაური ქადაგიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

qadagidzeთამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ ლარის კურსის ვარდნა გიორგი ქადაგიძის ქმედებებით იყო განპირობებული და თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ დაიწყო ვალუტის გამყარება. მეჭიაური ქადაგიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

,,სულ ვიძახდი ამას, რომ ქადაგიძე არის საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლის ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა ხო? ქადაგიძის აზრს ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო. მერე ეს გადავლახეთ, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ გაგვიუქმა. რატომ არ დასვით საკითხი იმაზე, რომ ესენი რაღაც საეჭვოდ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებენ სინქრონში,“– განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის facebook გვერდზე კიბერ თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი მსაუკეთესო გუნდის მეპატრონე გახდა