მეც „მზის შვილი“ ვარ!–პატარა სოფოს დიდი ოცნებები

devadzeმეც „მზის შვილი“ ვარ!–პატარა სოფოს დიდი ოცნებები
შენ იცი,მე რა უნდა განახო,იცი?შენ,იცი,აქ რა არის,იცი?ეს ჩემი პატარა მეგობრის სოფოს კითხვებია,რომელსაც სათამაშო ოთახისკენ მივყავარ.უცებ სოფო ხელით კედლისკენ მანიშნებს,რომელზედაც“მზის შვილები“წერია.ტაშის ხმა მესმის და მის სახეზე ღიმილი.ახლა ჩემი დროა და ვუსვამ კითხვას:
მე–გინდა თამაში?
სოფო–თავს მიქნევს,ე.ი კი
მე–კარგი,მოდი ვითამაშოთ.
იატაკზე დავყარეთ უამრავი სათამაშო და აქედან რამდენიმე ამოვარჩიეთ.ალბათ, კუბიკებით თამაში ძალიან უყვარს და მეც აქტიურად ჩავები თამაშში.ერთი,ორი,სამი,ოთხი და ავაშენთ სახლი.ჩვენს სახლს მიუხედავად იმისა,რომ სახურავი არა აქვს,სოფომ მას სპანჯბობის ქუდი დაახურა.ვფიქრობთ,რომ ჩვენს მიერ აგურისგან აშენებული სახლი მალე არ დაინგრევა.
სოფო–აი,ნახე?
მე–აბა,რა… სოფო–მოდი,აქ დაჯექი რა…
მე–აქაა,აჰა,მეც დავჯექი..
სოფო–დაითვალე…
მეც არ დავიბენი და კედლისკენ გავიხედე სადაც დიდ ფურცელზე რიცხვები ეწერა და ჩქარ–ჩქარა დავიწყე თვლა:ეს ერთია,ეს ორი,ეს სამი,ეს ოთხი და ა.შ სოფოს სახეზე აშკარად უკმაყოფილების გრძნობას ვხედავ და შევეცადე სხვა თამაში შემეთავაზებინა მისთვის.ისევ დავსხედით იატაკზე,ახლა შინაური ცხოველების უჯრა გამოვყარეთ და დავყარეთ ძირს,სადაც მგელი,ლომი,ვეფხვი,თავის სიძლიერეს ჯიქურად მზერით იწონებდნენ.მწყობრად განვალაგეთ და ახლა სათითაოდ მათი დათვლა დავიწყეთ.
სოფო–ეს,ღორია,ეს მგელი,ეს სპილო..ეს რაა? მე–ეს ძაღლი,ავ–ავ,აი ასე შვრება… სოფო–ჰოო..? მე–კი
მიუხედავად იმისა,რომ ღრუბლები სოფოს ფანჯრის რაფებს ალმაცერად უყურებდა აქაურობას ბევრი ნამუშევარი ამშვენებდა, მათ შორის უზარმაზარი ვებერთალა მზე და მის გარშემო მოკაშკაშე სხივები.ამ სხივების დანახვაზე სოფოს სახე უნათდებოდა და ღიმილიანი უხდებოდა.ჩემი ყურადღება მიიპყრო კედლებზე გამოფენილმა სხვადასხვა ნამუშევრებმა,მაგრამ ერთ–ერთმა უფრო მეტად,რომელზედაც სხვადასხვა ფერები იყო გამოსახული.ეს,ისე ოსტატურად იყო გაკეთებული,რომ უმალ დაიმსხვრა ამ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული „დამყაყებული“სტერეოტიპები.გადასვლები,ზემოდა–ქვემოთ,სიცარიელე,ემოცია და სითბო,რომლის ნახვითაც მნახველი თვალს ვერ მოწყვეტდა.სოფოს ოცნებაც ალბათ მხატვრობაა,რადგან ამ სურათს თვალს არ აცილებდა.
თუ,თუ,თუ,თუ გინდა,თუ,თუ,თუ–ეძებ?თუ,თუ,თუ,თუ ინდომებს ბავშვი?..ამ სიმღერის გაგონებაზე სოფო თავის მეგობრებში გაიქცა და იქედან ხელით მანიშნებდა,რომ მასთან მივსულიყავი. სოფოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ემოციებისგან შეპყრობილს ცეკვის მეტი არაფერი უნდოდა.
„ახლა ჭამის დროა,სოფომ ხელები უნდა დაიბანოს და ჭამოს“,–ეს აღმზრდელის სიტყვებია.15 წუთიც გავიდა და უკან დაბრუნდა.ახლა დამალობანას თამაში შემომთავაზა და თავისი პატარა მეგობრებიც მოიყვანა.თავიდანვე შევთანხმდით,რომ სულ მე დავიხუჭებოდი.ერთი,ორი,სამი,ოთხი,ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არის და უცებ ყველას კარის უკან ვხედავ და სიხარულის ცრემლები წამომივიდა–ერთმანეთს კოცნიან და ეფერებიან. ასე,რომ ისინიც ჩვენი პატარა მეგობრები არიან,რომელთაც ძალიან უყვართ მზის სხივები და ნათელი ფერები..
სოფო–კიდე მოხვალ ჩემთან?
მე–აბა,რა სოფო,კიდევ…
ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სიმბოლურად მზეც წამოვიღე…

თორნიკე დევაძე

banner
წინა სტატიაში(video)კახი კალაძე: ივანიშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნებას მე მხოლოდ მივესალმები
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე:”უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყარაბაღის მიმართულებაზე, ოპერატიული დარაიონება”