“მე ვიცი ქვეყნები, სადაც კუპიურებს ფინანსთა მინისტრიც აწერს ხელს”

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ის, რომ ლარის ახალ კუპიურაზე მისი ხელმოწერა არ იქნება, მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ეს საკითხი ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის არავითარ დისკომფორტს არ ქმნის ის ფაქტი, რომ ლარის ახალ კუპიურებზე მინისტრის ხელმოწერა არ იქნება.

“სიმართლე გითხრათ, კუპიურები ძალიან მომწონს. ის, რომ მათზე ხელს აწერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამას ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. მე ვიცი ქვეყნები, სადაც ფინანსთა მინისტრიც აწერს ხელს. ვიცი ქვეყნები, სადაც მხოლოდ ფინანსთა მინისტრი აწერს ხელს კუპიურაზე, მათ შორის, აშშ-ში კუპიურაზე ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი და ხაზინის უფროსი, მაგრამ ეს არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. ეროვნულ ბანკში მკვეთრად განსაზღვრეს, რომ ლარის ემისიაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო არის ეროვნული ბანკი და რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ მასზე ერთადერთი ადამიანის ხელმოწერაა”, – განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, რომ პანკისში სამართალდამცველები სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებენ”
შემდეგი სტატიალარი დოლართან მიმართებაში 2 პუნქტით გამყარდა