„მე ვიცი განწირული ვარ და შეგუებული ვარ ამ აზრს“ – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მმართველ გუნდს, ოპოზიციურ პარტიებს და ყველას, ვინც მის გვერდით არ იყო აკრიტიკებს.

“დიდი მადლობა დარიგებისათვის. მე ვიცი განწირული ვარ და შეგუებული ვარ ამ აზრს, რაზეც თქვენ მაფრთხილებთ. ახლა რაც შეეხება პარტიებს. მე ვთხოვე საქართველოს დახმარება და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მმართველი გუნდიდან გამოვა ვინმე და დამიდგება გვერდით აქციაზე და ჩემთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ყველა შვილმოკლულ მშობელთან ერთად იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად. და ბოლოს, თუ ვინმე ცდილობს ჩემი შვილის საქმე სათავისოდ გამოიყენოს, რატომ აძლევთ თქვენ, ქართველები მაგის უფლებას? ექვსი თვე დაჩოქილი ვიხვეწებოდი სამართლის აღგდგენას. სად იყო მმართველი გუნდი როდესაც სახეში მაფურთხებდა პროკურატურა? სად იყო გახარია, როდესაც ვეხვეწე შემხვდითქო და ფეხებზე დამიკიდა?! სად იყავით თქვენ პირადად, ახლა რომ ჭკუას მარიგებთ? და როდესაც მიხვდებით რას ნიშნავს შვილს როცა სადისტურად გიკლავენ და მერე მის სულში აფურთხებენ, მაშინ ვისაუბროთ დანარჩენზე“, – წერს სარალიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაჰყავთ
შემდეგი სტატიაავარია გომბორის უღელტეხილზე – შსს განცხადებას ავრცელებს