მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 6, 2015 23:34

მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევსბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს, სადაც იხსენებს როგორ ცდილობდა საქართველოს ექსპრემიერთან დაკავშირებას მისი ხლეისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რა პასუხი გასცა მას ყოფილმა ქმარმა სატელეფონო საუბრისას.

„როდესაც მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა 2011 წელს, მაშინ მოვკარი თვალი ტელევიზორში. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო. ბორისი ძალიან ჩკეტილი პიროვნება იყო, არ უყვარდა არც ინტერვიუები და არც რაიმე სხვა მსგავსი აქტივობა. არ უყვარდა ოფიციალური გამოსვლები, ყველაფერი არაოფიციალური ერჩივნა და აი უცებ, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

“როდესაც მოიგო არჩევნები და გახდა პრემიერმინისტრი, ვიფიქრე მივულოცავთქო, თან ვკითხავ მართალია თუ არა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი როცა ჩემზე იქორწინა, მართალი გითხრათ არ მჯეროდა, რომ მართლა ჰყავდა ცოლი. ვცადე მასთან დაკავშირება მისი თანაშემწის, კახი კალაძის მეშვეობით. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტელეფონის ნომრის გასაგებად. დიდი ხანი ვრეკავდი, ბოლოს როგორც იქნა თავად პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დამალაპარაკეს და მან მითხრა, რომ შემდეგ კვირას გადმორეკავდა. როდესაც ერთი კვირის შემდეგ დავურეკე მან არ მოისურვა ჩემთან საუბარი. ეს ძალიან მეწყინა. მივხვდი, რომ ის არ იყო პატიოსანი დამიანი,“-აცხადებს ინგა პავლოვა.

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის, რადგანაც ვიღაც სხვა პიროვნებამ ითამაშა ჩემი როლი სასამართლოში,”-ეს განცხადება გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ, ინგა პავლოვამ გააკეთა. მისი თქმით ივანიშვილი მასთან განქორწინების შემდეგაც სარგებლობდა მისი სახელით და გვარით და რუსეთში აგრძელებდა თაღლითურ საქმიანობას.

“ის ბიზნესმენია, მე რომ მისი დოკუმენტებით მესარგებლა და რაღაც თაღლითური ოპერაციები განმეხორციელებინა ის ხომ ჩემს სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა. ივანიძესთან საუბრამდე არც კი ვიცოდი, რომ 1994 წლიდან 2007 წლამდე ივანიშვილის მდივანს პოლიაკოვს ჩემს სახელზე გახსნილი ჰქონდა კომპანია. მე მას ვიცნობ. სრული მოულოდნელობა იყო, რომ ვიღაცამ მოსკოვში ჩემი დოკუმენტებით ისარგებლა და ერთდროულად 2 ბანკში ვიყავი გაფორმებული თანამშრომლად. თუ არ ვცდები ბანკ რასიისკი კრედიტში და რუსული განვითარების ბანკში. როდესაც ივანიძემ მოსკოვის საგადასახადო სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტები გადმომცა მაშინვე ინტერნეტით ამ უწყებაში საჩივარი შევიტანე და პასუხი მივიღე, რომ რეგისტრირებული ვიყავი როგორც ბანკის თანამშრომელი. ასევე ჩემს სახელზე კომპანია იყო გახსნილი. მაშინვე განვაცხადე, რომ ეს მე არ ვიყავი. ფიზიკურადაც არ ვიყავი რუსეთში, ვერანაირად ვერ ვიმუშავებდი ამ ბანკებში, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. იქაც დავიქირავე ადვოკატი.

„რუსეთის საგადასახადო სამსახური ყველანაირად ცდილობს, რომ საქმე არ აღძრას, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის სახეზეა. რუსეთში ყველას მოსყიდვა და ყველაფრის ყიდვა შეიძლება. არ მჯერა, რომ იქ შედეგს მივაღწევ. ალბათ უბრალოდ დროს გამიწელავენ,“-აცხადებს ინგა პვლოვა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 6, 2015 23:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics