“მე მეგონა, რომ თოფაძე აღარ იყო პარლამენტის წევრი”

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იზიარებს პოზიციას, რომლის თანახმად, დეპუტატ გოგი თოფაძეს ბოდიში აქვს მოსახდელი, თუმცა, აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას ვერავინ ვერავის აიძულებს.

ხიდაშელი თოფაძის განცხადებას აბსოლუტურად გაუგებარს უწოდებს.

“მანდატის დატოვებას რაც შეეხება, მე მეგონა, რომ ის აღარ იყო პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ ყველას გვახსოვს, ეს განცხადება მან გააკეთა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან გუშინ მისგან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდას ვერავის ვერ დაავალდებულებს. ადამიანს ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან არა. პირადი დამოკიდებულებების და შეხედულებების საკითხია. მე მხოლოდ შემიძლია შევაფასო”, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატმა გოგი თოფაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა. თოფაძე აცხადებს, რომ მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

banner
წინა სტატიაში“თოფაძის განცხადება ყველანაირ დასაშვებ ზღვარს სცდება”
შემდეგი სტატია“პრემიერი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები”