(+ვიდეო) “მე დავასახელებ გვარს – მოსამართლის სკანდალური განცხადება პოკურატურაში შესვლამდე

მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე მივიდა.

ერემაძის განცხადებით, ზეწოლა მის მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა გიორგი პაპუაშვილის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებამდე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას პლენუმის თითქმის ყველა წევრი მოსამართლე ფლობდა.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან არც ერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე,  თუმცა იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა.

ნამდვილად სასამართლოში რამდენჯერმე, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. მათ შორის ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე დღით პლენუმის ფორმატში თითქმის ყველა მოსამართლე ალბათ, ერთის გამოკლებით, ჩვენ დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხებს ვიხილავდით და ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთ მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში“, – განაცხადა ქეთევან ერემაძემ.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=h0qa6VEDmY0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ მარჯანიშვილზე მატარებლის ლიანდაგებში ქალი ჩავარდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: NDI-ის კვლევის საიმედოობაზე არ მაქვს კარგი შეხედულება