“მე ჩემი შვილის საფულე არ დამიბრუნეს, გასაიდუმლოებული იყო და დღეს საჯარო გახადეს? – სარალიძე პროკურატურის განცხადებაზე

პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის მტკიცებულებების გამოქვეყნებით უკმაყოფილოა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა. მისი თქმით, პროკურატურა, რომელიც მას უზღუდავდა ნივთმტკიცებებთან წვდომას, როდესაც თავად დასჭირდა ეს ნივთმტკიცებები, საჯარო გახადა, რითაც დანაშაული ჩაიდინა.

„ჩემი შვილის ტანსაცმელი მე არ მინახავს, გასაიდუმლოებული იყო და ასე უნდა დარჩენილიყო. მე არ მომცეს უფლება, რომ ჩემი შვილის ტანსაცმელი მენახა. ჩემი შვილის საფულე, რომელიც ახლაც მანდ უდევთ, რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავად, არ დამიბრუნეს და საჯაროდ გამოიტანეს? ეს იყო მათი უმეცარი ნაბიჯი. თვითონვე ჩადიან დანაშაულს… მე ჩემი შვილის საფულე არ დამიბრუნეს იმიტომ, რომ ნივთმტკიცება იყო, ფარდული დაანგრიეს, არ მოიტანეს სასამართლოზე გადაღებული სურათები იმ კონკრეტული დაზიანებების, რაც ტანსაცმელზე იყო, არ მქონდა წვდომა არანაირი ნივთმტკიცებებთან და დღეს საჯარო გახადეს? მალადეც, ტაშს დავუკრავ.”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, პროკურორის, მარიამ გოგოხიას თქმით, მათ კანონი არ დაურღვევიათ.

banner
წინა სტატიაშისირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
შემდეგი სტატიაჩერნოვეცკის ფონდს 6 წელი შეუსრულდა