“მე არ მითქვამს როდის დავარტყამდით სირიას” – დონალდ ტრამპი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 17:31

“მე არ მითქვამს როდის დავარტყამდით სირიას” – დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერში” რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს როდის დაარტყამდა სირიას. “შეიძლება დავარტყათ მალე, შეიძლება მალე საერთოდ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ხელმძღვანელობით ქვეყანამ წარმატებულად დაამარცხა “ისლამური სახელმწიფო” რეგიონში. სად არის ჩვენი “მადლობა, ამერიკა?” – დაწერა დონალდ ტრამპმა.
11 აპრილს ტრამპმა ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც ის მალე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე წერდა და რუსეთს მოუწოდებდა შეტევისთვის მომზადებულიყო, რადგან აშშ გაუშვებდა “ახალ, ლამაზ და ჭკვიან რაკეტებს”. ტრამპის გადაწყვეტილებას, სამხედრო ძალებით გაეცა პასუხი დუმაში ასადის არმიის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის, მხარი რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა. მათ შორის საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.

ინფორმაციას სირიაში ქიმიური შეტევის შესახებ რუსეთი პროვოკაციას უწოდებს და ირწმუნება, რომ დუმაში არავის გამოუყენებია ქიმიური ნივთიერება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 17:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics