,,მძღოლებს, რომლებმაც საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობა მართვის მოწმობას ართმევს’’ – ჭიაბერაშვილი

გასული წლის 10 დეკემბერს თნილისში გამართული მსვლელობის მონაწილე მძღოლების შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მათ მთავრობა მართვის მოქმობებს ართმევს:

,,მძღოლებს, რომლებმაც გასული წლის 10 დეკემბერს თბილისში მსვლელობა გამართეს, მართვის მოწმობებს ართმევენ და სპეციალურად სჯიან იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატეს. პრობლემაა არა მხოლოდ ის, რომ ბენზინი, დიზელი და გაზი გაძვირდა, ფასი გაიზარდა ავტომობილებზეც და ბუნებრივია, ბევრმა ადამიანმა, რომლებიც მანქანების იმპორტზე მუშაობდა შემოსავალი დაკარგა. მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირდა და მათთვის პრობლემა ხდება ისიც, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს მთავრობის წინააღმდეგ, ცხოვრებას დამატებით ურთულდება. მძღოლებისთვის მართვის მოწმობების წართმევამ მათი შემოსავალი შეზღუდა, რაც სრულიად მიუღებელია. ბუნებრივია, მთავრობას ეშინია საპროტესტო ტალღის იმის, გამო რომ ცხოვრება გაძვირდა და ეს სწორედ გადასახადების გაზრდამ გამოიწვია. მთავრობა წინმსწრებად სჯის მძღოლებს პროტესტის გამო, რომ არავინ გაბედოს მისი უგუნური პოლიტიკის წინააღმდეგ ხმის ამოღება.ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ თავი დაანებოს”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი

banner
წინა სტატიაშიბოლო წლებში დამწვარი ბაზრებისა და სავაჭრო ობიექტების სია ვრცელდება
შემდეგი სტატია„ბავშვთა სამყაროს“ დაწვით, ივანიშვილის ოცნება ასრულდა – ნათელაშვილი