მდინარე ხობისწყალზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობში ჩარჩენილი 2 ადგილობრივის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ადიდებულ მდინარეში პატარა კუნძულზე დარჩენილი 2 მოქალაქის გადარჩენა ვეტმფრენების საშუალებით გახდა შესაძლებელი. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახრეხებდნენ, რის გამოც ვეტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

 

ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და ამის შემდეგ სამაშველო სამსახურში დარეკეს.

https://youtu.be/vWK5dNkYAI0

 

banner
წინა სტატიაშიშსს-ევაკუატორიდან მანქანა არ გადმოვარდნილა-იყო ავარია
შემდეგი სტატიაეკატერინბურგის აეროპორტში ქართველი მგზავრი გარდაიცვალა