მდინარაძე: პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს

პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ გამოთქმულა – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„რაიმე სახის შენიშვნები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით, არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით, იყო მცირე დისკუსია. საერთო ჯამში, პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს რაიმე კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსულოს ცხელ ხაზზე მანჩესტერის ტერაქტში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ შესულა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციას მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი დაემატება