მდინარაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა გვარამია

გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ,,ამაში გასაკვირი არაფერია,“ თუმცა დასძენს, რომ საუბრის ავთენტურობა, რომელიც თითქოსდა ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

“გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. რაც შეეხება შინაარსს, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის მათი სტილი. თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა (გვარამია). ჩანაწერების ავთენტურობა სანამ არ დადგინდება, კონკრეტული ბრალდებები არ შეიძლება გამოითქვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მათი მოქმედებების სტილი”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშინადირაშვილი კობახიძეს: მაინტერესებს, ივანიშვილი ისეთივე საზოგადოებრივი მოღვაწეა, როგორც ილია ჭავჭავაძე?
შემდეგი სტატიაველოდებით, რომ დადგეს გარკვეული დასკვნები – ეკა ბესელია გავრცელებულ ჩანაწერებზე