მდიდარი ჩინელის შვილმა საკუთარ ძაღლს რვა iPhone 7 უყიდა

ჩინეთის სოციალური ქსელ Weibo-ს ვარსკვლავმა, ალიასკის მალამუტმა სახელად კოკო, პატრონისგან, რომელსაც ვანა სიკონგი ქვია და რომელიც “ჩინეთის უძრავი ქონების მეფის შვილია”, რვა iPhone 7 მიიღო საჩუქრად – დღეს The Daily Mail-ი წერს.
კოკო სოციალურ ქსელში საჩუქრებით 16 სექტემბერს, iPhone 7-ის გაყიდვების პირველ დღეს გამოჩნდა. აღნიშნული მოდელი ჩინეთში დაახლოებით ათასი დოლარი ღირს.
2015 წელს კოკომ პატრონისგან 12 ათას დოლარიანი Apple-ის ორი ოქროს საათი მიიღო საჩუქრად.
კოკოს გვერდს სოციალურ ქსელში 1,9 მილიონი გამომწერი ყავს.
27 წლის ვან სიკონგი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდაა. 2015 წელს მამამისმა Forbes-ის ჩინეთის სიაში 24,2 მილიარდი დოლარით პირველი ადგილი დაიკავა.

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილი : პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა – ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად
შემდეგი სტატიაბრიტანელი ბარონის ქალიშვილი ფილიპინებში ნარკოტიკების გამო მოკლეს