„მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“ – ომბუდსმენმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალ დასკვნას აქვეყნებს. უჩა ნანუაშვილის 2017 წლის დასაწყისში ორი გამშვები პუნქტის გაუქმებას და ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის სანქციების გამკაცრებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს :
„შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, შესაბამისად, რჩება უფრო მეტი რისკი, რომ იქ მცხოვრებმა ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ ეს ტერიტორია დატოვოს. ეს ადამიანები დღეს რეალურად დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან – ჩვენ პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტებზე ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, ამ ანგარიშით სპეციალური რეკომენდაციებით მივმართავთ ხელისუფლებას, რომ შეისწავლოს ის რიკები, რაც იქ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში წარმოიშვა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის გამგეობებში რეორგანიზაციები დაიწყება
შემდეგი სტატიაკალაძემ მწვანე აუნთო სიძულვილის ენას