მცირეწლოვანმა ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა

სურსათის ეროვნული სააგენტო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან შესულ შეტყობინებას სწავლობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სააგენტომ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა “მინსტერი” საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად შეჭამა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს. ამავე დროს, მოსახელობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს, დაუკვშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 91 91 68, ან 91 91 67”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მშობლებს სიფრთხლისკენ მოუწოდებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაუშვებელია სურსათთან რაიმე სახის სხვა ნივთიერებების რეალიზება და შენახვა.

banner
წინა სტატიაშივიზალიერალიზაციის დასკვნის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო
შემდეგი სტატიასაოკუპაციო გამყოფ ხაზთან განახლებული ბაგა-ბაღი გაიხსნა