მცირეწლოვანი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა – უბედური შემთხვევა თბილისის რიტუალების სასახლეში

თბილისის რიტუალების სასახლეში უბედური შემთხვევა მოხდა. საქორწინო ცერემონიალის მიმდინარეობისას მცირეწლოვანი ბავშვი ე.წ. სავინტილაციო-საჰაერო სივრცეში შეძვრა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ბავშვის აღმოჩენა ერთი საათის შემდეგ მოხერხდა. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რომელმაც ბავშვი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ორდღიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით საქმე 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი
შემდეგი სტატიამრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016 დასრულდა