McDonaldს-ი საკუთარი ინიციატივით კეტავს რესტორანს რუსეთში

9f5d59f75222McDonaldს-ი საკუთარი ინიციატივით კეტავს რესტორანს რუსეთში
კომპანია McDonalds-ი საკუთარი ინიციატივით პირველად კეტავს რუეთში რესტორანს. ცნობას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია ბელგოროდის მხარეზე. დახურვის მიზეზი ამერიკულ კომპანიასა და სამშენებლო კომპანიას შორის, ვისგანაც McDonalds-სი ქირაობს შენობას, არენდის თანხაზე შეუთანხმებლობა სახელდება.
„რუსეთში ჩვენგან რესტორნის დაკეტვის შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. დიდი ხანი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ იძულებული გავხდით შპს „დეველპპმენტ სტროიტელთან“ კონტრაქტი გაგვეუქმებინა“ – ამბობენ McDonalds-ის პრესსამსახურში.
რესტორანი მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიხურება. თანამშრომლებმა McDonalds-ის სხვა ქსელებში მიიღეს სამუშაო მოწვევა.
ამერიკულ კომპანიას რუსეთსი 493 რესტორანი აქვს გახსნილი.
მას პრობლემები რუსეთში 2014 წელს, ამერიკის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციების შემდეგ დაიწყო. კომპანიას სანქციების შემდეგ ხშირად სტუმრობენ სანიტარული და სხვა სამსახურები, რომლის შედეგადაც სხვადასხვა მიზეზით McDonalds-ის ათი ფილიალი დაიხურა.
მაგალითად, ეკატერინბურგში ერთი თვის მანძილზე ორი ფილიალი დახურეს პროდუქციაში ნაწლავური ჩხირისა და ღორის დნმ-ის აღმოჩენის გამო.

banner
წინა სტატიაშიფრანკფურტში ტექნო მუსიკის მუზეუმს გახსნიან
შემდეგი სტატიაუკრაინა-ევროსაბჭოს შორის ჩაშლილი უვოზო მიმოსვლა „პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება“