,,მცდელობა ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობაა”

მარნეულში მომხდარ ინციდენტს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სისხლიან გარჩევას უწოდებს და ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით ხელისუფლების მცდელობა მომხდარი ოპოზიციას გადააბრალონ სხვა არაფერია თუ არა უსინდისობა.

”მნიშვნელობა არა აქვს, ამას შიდაპოლიტიკური მიზეზი ჰქონდა თუ ფინანსური პრეტენზიები ედო სარჩულად. მარნეულში შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების ძალადობრივი ფორმით გაყალბებამ და ”თავისიანი” კრიმინალური წრეების დაუსჯელობამ, რაიონში კრიმინალის გააქტიურების ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ”ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, არის პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობა. მომხდარ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას”, – განუცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ მარნეულში, საავადმყოფოში რჩება წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ოპონენტებს მოუწოდებს, ყიზილაჯლოში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია მარნეულში მომხდარ ინციდენტს კრიმინალს უწოდებს