“წინააღმდეგი ვარ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, რადგან ეს გამოიწვევს მთლიანად პოლიტიკური ცენტრის თბილისში გადმოსვლას. ფაქტობრივად, ძირითადად თბილისელებით მოხდება პარტიული სიების დაკომპლექტდება. პარლამენტში ნაკლებად იქნება რეგიონების წარმომადგენლობა ასახული. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მათ ინიციატივას.რამდენად საკმარისი იქნება ეს მხარდაჭერა ვერ გეტყვით”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.