მაუწყებლის შესახებ კანონი – ენმ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოს პრეზიდენტს მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მიღებული კანონით, კერძო მაუწყებლების შევიწროება ხდება. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება მაუწყებლებზე ზეწოლას ცდილობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტს სამი დღე რჩება. საუბარია კანონთან დაკავშირებით ვეტოს შესაძლო გამოყენებაზე. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი 22 დეკემბერს დაამტკიცა.
ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
„ეს არის კანონი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ შეავიწროვოს კერძო, დამოუკიდებელი მაუწყებლები, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა „რუსთავი2“. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას, რომ ვეტო დაადოს ამ კანონს და ამით რეალურად დაიცავს ის ქვეყანაში მედიის თავისუფლებას,“ – აცხადებს “ენმ”-ის წევრი თინათინ ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილის დედა: ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი იყო
შემდეგი სტატიაგამოძიება უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად – პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების დასრულებას ელოდებიან