მაურინიო: “განსაკუთრებული” მწვრთნელი სასწრაფოდ სამსახურს ეძებს

მაურინიო:

მაურინიო: "განსაკუთრებული" მწვრთნელი სასწრაფოდ სამსახურს ეძებს“ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო გუნდიდან გაშვების შემდეგ არ აპირებს შესვენების აღებას და სასწრაფოდ ეძებს სამსახურს.
52 წლის პორტუგალიელი 16 მატჩში 9 წაგების შემდეგ იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
ადრე გავრცელებული ცნობის მიხედვით, გაშვების მიუხედავად, გუნდის მფლობელი აბრამოვიჩი მას სეზონის ბოლომდე ხელფასს გადაუხდის, ამიტომ, ელოდებოდნენ, რომ მაურინიო სეზონის ბოლომდე არ იმუშავებდა. თუმცა, მაურინიოს წარმომადგენელმა სააგენტომ განაცხადა,რომ ის “არ დაღლილა და მას არ სჭირდება შვებულება”.

ჟოზე მაურინიო საკუთარ ოჯახთან ერთად ლონდონში რჩება და იმედს იტოვებს, რომ ჟურნალისტები თავს არ მოაბეზრებენ.

ბრიტანული მედიის ცნობით, “ჩელსის” ყოფილ მწვრთნელს უკვე აქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრამ ჟურნალისტების ინფორმაციით, თვითონ მაურინიოს მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” აინტერესებს.

235

“ჩელსს” უკვე ახალი მწვრთნელი ყავს – ჰოლანდიელი გუს ჰიდდიკი, რომელიც რუსეთის და ნიდერლანდების ნაკრებების მწვრთნელი იყო. კლუბის პრეს-ცენტრის ცნობით, ჰიდდიკი მხოლოდ სეზონის ბოლომდეა აყვანილი.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმიამ რამადის მცხოვრებს ევაკუაციისთვის 72 საათი მისცა
შემდეგი სტატიავოლგოგრადში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა…