მატვეი განაპოლსკი: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საიდუმლოებებით მოცული ისტორიაა

ჟურნალისტისა და რეჟისორის, მატვეი განაპოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საიდუმლოებებით მოცული ისტორიაა.

„ამ ისტორიის ცუდი მხარე ისაა, რომ მოქალაქეობის წართმევა და ადამიანის სხვა ქვეყანაში მიტოვება, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს პოზიტიური მხარეც. სააკაშვილი აქ ყოფნით უკრაინას უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა, რადგან მის ექსტრადირებას ითხოვდა ქართული მხარე. ბოლო პერიოდში სააკაშვილი პოროშენკოს ღია პოლიტიკური მტერი იყო, შურისძიების მიზნით მოქალაქეობის წართმევა და საქართველოსთვის გადაცემას ხომ წარმოგიდგენიათ რა ოვაციები მოჰყვებოდა თბილისში, მაგრამ შეხედეთ, მოქალაქეობა წაართვეს იმ მომენტში, როდესაც სააკაშვილი ამერიკაშია. ამიტომ წაუგებელი სცენარი გათამაშდა. პოროშენკომ მოიშორა პოლიტიკური ოპონენტი, მიხეილს საქართველოში ექსტრადირება არ ემუქრება, ის აღარ იქნება ანგარიშვალდებული უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან მას უბრალოდ არ მისცეს მუშაობის საშუალება და უკრაინელებისთვის ყოველთვის ლიდერ ფიგურად დარჩება,“- განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს