,,მატყუარა, გაიძვერა და უნამუსო ადამიანად ჩამოყალიბდი” – ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი” დაჩი ცაგურიას მიმართავს

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი დათო გოჩავა ,,საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ,,თაიმერი” დათო გოჩავას საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ უკვე მეხუთე წელია ვუყურებთ „სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი“ მენეჯერების მოღვაწეობას. “ადამიანების ჯგუფი წლებია, მას შემდეგ რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს მუდმივად“ დააკნინოს, მიწასთან გაასწოროს სარკინიგზო გადაზიდვები და, ზოგადად, რკინიგზა, რაზეც მეტყველებს „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობის მაჩვენებლები ბოლო ხუთი წლის მანძილზე, „სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს“ მამუკა ბახტაძე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო დირექტორთა საბჭოს ზოგიერთი წევრი რკინიგზელებს მუდმივად ცხვრებივით მიერეკებოდა ნაციონალების მიტინგებზე, ხოლო შენ კი, ძვირფასო დაჩი, რომ არაფერი გამოგივიდა ნაციონალებთან, რომ სწრაფად მიხვდნენ თუ რას წარმოადგენდი (აკი შენ ამბობ შენი პირით, სააკაშვილი ჩენს სახლშიცაა ნამყოფიო – ჩემს სახლში რატომ არ იყო, ხომ არ იცი?!), ყველაფერი მამაძაღლობა რაც კი არსებობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეისრუტე და შეითვისე და ერთ-ერთ მატყუარა, გაიძვერა და უნამუსო ადამიანად ჩამოყალიბდი – ამაზე მეტყველებს შენს მიერ გაკეთებული განცხადებები არაერთი, დაწყებული კომპანია „შტადლერის“ მიერ ვითომ გაკეთებული განცხადებიდან – დასრულებული გერმანელები სპეციალისტების მიერ დადებული დადებითი დასკვნის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ორსართულიანი მატარებელი აბსოლუტურად თავსებადია საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან; დადე ეს ორი დოკუმენტი და სიტყვას ვიძლევი, ბოდიშს მოგიხდი და საერთოდ შევწყვეტ სამოქალაქო აქტიურობას.

მანამადე კი გადადექი – შენ უფლება არ გაქვს, არანაირი, იყო „საქართველოს რკინიგზის“ სპიკერი! შენ უფლება არ გაქვს აფასებდე რკინიგზელების აქციას – ამის არც ცოდნა, არც შნო და არც კაცობა შენ არ გაგაჩნია!:- ნათქვამია დათო გოჩავას განცხადებაში.

შეგახსენებთ დღეს დაჩი ცაგურიამ რკინიგზელების მიერ გამართულ აქციას მართული უწოდა. მისივე თქმით, რკინიგზელები, რომლებიც აქციას მართავენ, შეცდომაში არიან შეყვანილები, შეუძლიათ სამსახურში გამოცხადდნენ და გააგრძელონ მუშაობა.

რამდენიმე რკინიგზელი კი უკვე მეორე დღეა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში რამდენიმე სახლი იწვის (+ფოტოები)
შემდეგი სტატიალაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, სავარაუდოდ, ჯონდო მდივნიშვილი იქნება