„მატყუარა ელისაშვილის ფსიქიური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს დებატებში იწვევს.

ეკა ბესელიამ ბრიფინგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებთან ერთად ჩაატარა და თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს უპასუხა. ბესელიას თქმით ელისაშვილი მისი და მანანა კობახიძის მიმართ ცილისწამებას მიზანმიმართულად ეწევა.

„არ ვპასუხობ მატყუარა და ფლიდ ელისაშვილს, მე საზოგადოებას ვპასუხობ. ის მატყუარაა და მას ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დებატებში ვიწვევ. ის არ არის შეცდომაში შეყვანილი. ის გამიზნულად აკეთებს ცილისწამებას ჩემი და კობახიძის მიმართ. 2 122 განცხადება გვაქვს შეწყალების კომისიაში გადაგზავნილი, ის კი ურცხვად იტყუება, რომ მხოლოდ ერთსა და იმავე საქმეზე მწერდნენო. მე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კომუნიკაცია არ მქონია პირადად ელისაშვილთან, არც სატელეფონო და არს სმს-ით, თუმცა ის მაინც იმეორებს, თითქოს, მე კონკრეტულ პატიმარს ვგულშემატკივრობდი. ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ელისაშვილის ფსიქიური მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს. ვიდრე ელისაშვილი პოლიტიკაში იქნება, მე მას მატყუარა ელისაშვილს დავუძახებ“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ვიზების გამარტივების გადაწყვეტილება რუსეთმა ივნისში, ჩემი ვიზიტის დროს მიიღო”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ქანთარია – გამოდი ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ