მათ, ვინც ინაუგურაციაზე არ მიდის, ტრამპმა ბილეთების დაბრუნება სთხოვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ადამიანებს მიმართა თხოვნით, ვისაც მოსაწვევები აქვთ, მაგრამ ინაუგურაციას არ დაესწრებიან, რომ ბილეთები დააბრუნონ – Fox & Friends-ზე გამოსვლისას თქვა. “თუკი ადამიანები არ მოვლენ, ეს ნორმალურია. მაგრამ დააბრუნონ ბილეთები, ის მათ არ სჭირდებათ” – თქვა პოლიტიკოსმა.

დღეს გავრცელდა, რომ ინაუგურაციის ცერემონიას 40-მა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა.
ასევე, The Washington Times-ის ინფორმაციით, მინიმუმ 20 ამერიკულ ქალაქში გამოჩნდა განცხადება, რომელიც ხალხს ტრამპის ინაუგურაციისა და მის წინააღმდეგ გამოსვლებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ, კი, ფულს სთავაზობს.
კომპანია Demand Protest, რომელიც სან-ფნანცისკოშია დარეგისტრირებული, მხად არის დემონსტრანტებს თვეში 2,5 ათასი დოლარი ან საათში 50 დოლარი გადაუხადოს. გარდა ამისა, კომპანია დემონსტრანტებს, რომლებიც სრული განაკვეთით იმუშავებენ, სამედიცინო დაზღვევას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 243 სამხედროს დაკავებაზე ორდერი გაიცა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში 250 ტერორისტის დაბრუნების შესახებ ავრცელებს