“მათ უნდა მიმართონ სასამართლოს” – სერგეენკო „ბიბლუსის“ სკანდალზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სავაჭრო ქსელში “ბიბლუსის” თანამშრომლების სახელით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ბიბლუსის“ შემთხვევა, ეს არ მიეკუთვნება კოლექტიური შრომითი დავების კატეგორიას, ეს არის ინდივიდუალური შრომითი დავა, რომელსაც აქვს თავისი პროცესი და მათ უნდა მიმართონ სასამართლოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის შეფასებით, მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, რას აკეთებს შრომის ინსპექცია.

“ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელიც სასწრაფო ბრიგადის მსგავსად დადის ობიექტ-ობიექტ”- აღნიშნა სერგეენკომ.

“სოციალურ ქსელში „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულთა ვიდეო-მიმართვა გავრცელდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ყოველდღიურ შრომით პირობეს აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმრობიდან იყოს დახსნილი”
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს