“მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა” – შსს 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით მოზარდებს შორის მხოლდო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ამ ეტაპზე დაადგინა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით უცენზურო სიტყვები მიწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ.

მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 51-ე საკარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში, გვიან ღამით სკოლის მანდატურები გამოკითხეს.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბურდენმა სუიციდამდე უცნაური ფოტოები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაპროკურატურა საგამოძიებო კომისიას საქმის მასალებს და მტკიცებულებებს მხოლოდ ადგილზე გააცნობს