მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

saakashvilliსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს და სანდრა რულოვსის მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მე უკრაინაში ძალიან დიდ საქმეში ვარ ჩაბმული, ჩვენ გვაქვს აქ ძალიან დიდი მხარდაჭერა და მე ვაპირებ, აქ გამარჯვებას და ჩემთვის აქ არის პრაქტიკულად როგორც საქართველო 2001 წელს. რაღაც ანეგდოტამდე მივიდა, რომ რაღაც აქვეყნებენ, რაც აქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან, საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, იმ ხალხს, ვინც გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს. დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი, სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს კერპი. რა შუაშია სააკაშვილი და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რამეზეა, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება. ვურჩევდი, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცურება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა, მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი, ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ ის ერთი-ორი ტიპაჟი კიდევ აგრძელებს უაზრო ლაპარაკს.

დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც 8-წლიანი ციკლი, 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორ გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს. “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი, იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ და გვქოდეს ზუსტი, ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად, სადღაც ხელის გაშვერა. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ წინასწარ აქვთ დამარცხება გამოცხადებული მომავალში, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, მინდა ხალხმა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს.

მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენ აქტივისტებს, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოში. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემ ქვეყანაზე ფიქრს.

სანდრამაც გამოიჩინა წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები, ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი მე მასზე, მაგრამ ნამდვილად გამოჩნდა, როგორც მაგარი ლიდერი და სრულიად ვუჭერ მხარს იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მან მიიღო, მისი შემთხვევა განსაკუთრებული იყო, ივანიშვილისთვის მასთან ბრძოლა იყო თვითმიზანი და არის თვითმიზანი. ის არ გაჩერდება, არ ჩამოუშვებს ხელს, გააგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლაც იქნება ჩვენი საერთო მომავალი გამარჯვების ნაწილი, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული”, – აცხადებს სააკაშვილი.

https://youtu.be/SpnOLr47_bs

banner
წინა სტატიაშიყველაფერი გააჩერეს და გამოაცხადეს ტრამპი საერთაშორისო აფერისტად
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა – პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს