მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე განათლების მინისტრი განმარტებას აკეთებს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, მასწავლებლების მომატებული ხელფასები გათვალისწინებული არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებების ავტორებმა არ იციან, ან არ უნდათ იცოდნენ, რომ ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

“არ იციან ეტყობა კითხვა ბიუჯეტის, ან არ უნდათ რომ იცოდნენ, რადგან ცალსახაა, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა ასახულია ბიჯეტში სრულად და ცალსახად და აუცილებლად შესრულდება ეს დაპირება. ეს დაპირება ახლანდელი დაპირება არ არის და ის ზრდა, რაც იყო დაგეგმილი, აუცილებლად შესრულდება და სწორედ მასწავლებლების ხელფასებს ეხება ეს ცვლილება”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, 2017 წელს, მასწავლებლებს ხელფასი, დაახლოებით 200 ლარით გაეზრდებათ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები 2016 – კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ლარი მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხვალამდე არ გაუფასურდეს