მაშველები მექსიკის სკოლის ნანგრევებიდან 13 წლის გოგოს ამოყვანას ცდილობენ

მექსიკაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა დედაქალაქში სკოლის ნანგრევებში 13 წლის გოგოს ცოცხალს მიაკვლიეს და ახლა მის ამოყვანას ცდილობენ.

სკოლა ერთ-ერთია იმ შენობებიდან, რომელიც მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შედეგად ჩამოინგრა.

მხოლოდ ამ ადგილას 21 ბავშვი და 5 უფროსი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, სტიქიას 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებიდან 50-ზე მეტი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიროგორ მზადდებოდა „ვარდების რევოლუცია“ _ პარლამენტში შევარდნის დღემდე უცნობი დეტალები
შემდეგი სტატიაქართველი მარიშა ურუშაძე “გუჩის” სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა