მარტვილის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ორი უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.

ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 12 ოქმი (128 პრიმა 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 128 პრიმა 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 53 პრიმა 2 მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით), რომლებიც 1000-დან 2000 ლარამდე საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებენ.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ
შემდეგი სტატიაძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა