მარტო წულუკიანის პრესკონფერენცია რომ გააგზავნოთ, უკვე ეს არის დასტური იმისა, რომ “რუსთავი 2-ს” ებრძვის სახელმწიფო

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი თვლის, რომ არსებობს საკმარისზე მეტი არგუმენტი იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს და აღსრულების შეჩერება ძალაში უნდა დატოვოს.

„ვალდებულია, ჩემი აზრით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ გააგრძელოს დროებითი განკარგულება აღსრულების შეჩერების თაობაზე, იმიტომ, რომ ქვეყანაში მე ვფიქრობ, რომ ეს შეუქმნის დიდ საფრთხეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მე როგორც იცით, ვესწრებოდი ყველა სასამართლო პროცესს. ეს იყო ხელისუფლების უბინძურესი მოქმედება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ხელისუფლება რომ იყოს ელემენტარულად გონიერი, მათ უნდა აწყობდეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ თავიდან ააცილოს ქვეყანას ის უბედურება, რაც მათ დაემართებათ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ის ასევე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც.

„თეა წულუკიანის პრესკონფერენცია მთავრობის კანცელარიაში – მარტო ეს რომ გააგზავნოთ, უკვე ეს არის დასტური იმისა, რომ თქვენ გებრძვით სახელმწიფო, თავის იუსტიციის მინისტრით, თავის პრემიერ-მინისტრით და თავისი არაფორმალური ფეოდალი მმართველით,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე ბიზნესწილების დავაში არ ვმონაწილეობ
შემდეგი სტატიაქართული მედიის წარმომადგენლების განცხადება რუსთავი2–ის საქმეზე