მართვის მოწმობის მოქმედების ვადებთან დაკავშირებით ცვლილებებია

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განახლდეს. ამისათვის გამოცდის ხელახალი ჩაბარება საჭირო არ არის, დოკუმენტის განსაახლებლად 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენაა სავალდებულო. აღნიშნული თანხის გადახდა როგორც მექანიკური, ისე ავტომატური ძრავის მქონე ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ.

რაც შეეხება 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული მოწმობებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მათი განახლება 2028 წლის 1 სექტემბრამდეა საჭირო.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება და დოკუმენტის განახლება მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდგომაა აუცილებელი.

რაც შეეხება დოკუმენტის შეცვლას, ეს მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე საჭირო არაა. ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეისათვის არსებული ღირებულება უცვლელი დარჩება.

banner
წინა სტატიაშირატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან? – “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოში დაბრუნდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე