მართვის მოწმობის გაუქმება შესაძლოა ჩამორთმევით შეიცვალოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პარლამენტში სტუმრობისას მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე. წ. 100 ქულიანი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ხუციშვილმა საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვების შედეგად, ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის გაუქმების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად, მოხდეს მისი გარკვეული ვადით ჩამორთმევა.

მისივე განცხადებით, თუკი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნება მოუნდებათ, ამას ისინი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რუსების უფლებების და თავისუფლების მასობრივ დარღვევაზე ილაპარაკა
შემდეგი სტატიარით მანიპულირებენ „რესპები“ ივანიშვილზე