მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება. სახარების თანახმად, წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ როდესაც შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მოწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა. მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა მოციქულს ეკუთვნის ღვთისმშობლის პირველი ხატების დაწერა. აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელს უკავშირებენ. წმიდა მოციქულს ეკუთვნის ასევე თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.

ოთხთავთაგან ერთ-ერთი სახარება ლუკა მოციქულს რომში 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია. მასვე ეკუთვნის “საქმე მოციქულთაც”, რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მოგვითხრობს.

banner
წინა სტატიაშისომხეთში მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაბიორკი კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს გაიმართება