მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოდან აცნობეს, მცხეთის სამთავროს მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დილით, 10:00 საათზე აღავლენს, რომლის შემდეგ ხილს აკურთხებს.

ფერიცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!”.
ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება – მთას ღრუბელი ადგება.

banner
წინა სტატიაშიისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიატრამპი ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას ჰპირდება