„მართლაც რომ ტაკიმასხარაობაა, რაც ხდება ამ თარიღთან მიმართებაში”

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხეზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

ისინი ხელისუფლებას კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში ადანაშაულებენ.

„მართლაც რომ ტაკიმასხარაობაა, რაც ხდება ამ თარიღთან მიმართებაში, რადგან კანონი არ იცნობს არჩევნებთან დაკავშირებული რეგულაციების გადავადების ნორმას. მთავრობის სურვილია გამოიყენოს ადმინისტრაციული, საბიუჯეტო რესურსი საკუთარი საარჩევნო მიზნებისათვის,“ – აცხადებსნაციონალური მოძრაობის წევრი, აკაკი მინაშვილი.

გიორგი ვაშაძის თქმით, პრეზიდენტმა ამ ბრძანებულებით დაარღვია კანონი. ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელს ეჭვი არ ეპარება, რომ გიორგი მარგველაშვილმა ეს გააკეთა ქართული ოცნებისმოთხოვნით.

„მაინც დამარცხდებიან, მაინც გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში, რაც არ უნდა გააკეთონ,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ამ არგუმენტებს კატეგორიულად არ იზიარებენ უმრავლესობაში. მმართველი გუნდი ოპოზიციას კანონმდებლობის გადახედვას ურჩევს.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის განახორციელებს დოკუმენტის კონტრასიგნაციას პრემიერმინიტრი. შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა ეს საკითხი ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე განიხილოს.

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის ნომერ პირველი თემა,”- თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე
შემდეგი სტატია“მინდა, პოლიტიკურმა პარტიებმა ადრე დაგეგმონ საარჩევნო კამპანია”