მარშანია: ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატმა სიცრუის დეტექტორი უნდა გაიაროს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატების სიცრუის დეტექტორით შემოწმების ინიციატივით გამოდის.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, ნდობის ჯგუფში მისი ფრაქციის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს.

„დღემდე გაურკევეველი მდგომარეობაა „ნდობის ჯგუფში“ ჩვენს წარმომადგენელთან დაკავშირებით. ემზარ კვიციანის გარშემო როგორი პროცესები განვითარდა, კარგად იცით. ვითხოვთ, რომ ირმა ინაშვილი ჩვენგან იყოს წარმოდგენილი. ასევე, ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატმა სიცრუის დეტექტორი უნდა გაიაროს. ეს აუცილებელია“, – აცხადებს ადა მარშანია.

პარლამენტში ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ არის შექმნილი. ჯგუფში საკუთარი კანდიდატები საპარლამენტო უმცირესობამ და „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინეს, რომელთა შორის ირაკლი აბესაძე და ირმა ინაშვილი არიან.

უმრავლესობას ჯგუფში საკუთარი კანდიდატურა ჯერჯერობით არ წარუდგენია.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას – მამუკა გამყრელიძე
შემდეგი სტატიამოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა – რიკარდ იოზვიაკი