Mars-მა გერმანიის ბაზრიდან შოკოლადები გაიწვია

შოკოლადების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Mars Inc-მა საკუთარი პროდუქცია გაიწვია გერმანიის ტერიტორიიდან. მიზეზი გახდა მასში აღმოჩენილი პლასტიკა.
გაწვევას დაექვემდებარა კომპანიის ყველა სახის პროდუქტი Mars, Snickers, Milky Way Minis და Milky Way Miniatures, ასევე კანფეტები Celebrations, რომლის ვარგისიანობის ვადა 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდეა.

როგორც აღნიშნავენ, პლასტიკი აღმოჩენილი იქნა ერთ ერზემპლარში, მიუხედავად ამისა, გაწვევა შეეხება მილიონობით შოკოლადს.

კომპანიის გერმანული წარმომადგენლობა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაში,,ნუ დაგვჩაგრავთ. გლეხი ხალხი ვართ… შოკში ვართ ყველა“ – მოკლული დედა-შვილის ოჯახის შსს-ს მიმართავს
შემდეგი სტატიაახალი მეტროსადგური – ნოდარ ჯავახიშვილს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს