მარნეულში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს

მარნეულის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა. როგორც მარნეულის N22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის მარნეულის ყველა უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

„ამომრჩევლის აქტივობამ 49% შეადგინა. ამჟამად, მარნეულის ყველა უბანზე კენჭისყრა დამთავრდა და ხმის დათვლის პროცედურაა დაწყებული. რამდენიმე შემაჯამებელი ოქმი შემოვიდა, თუმცა უბნების წინასწარი მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის. სავარაუდოდ, საათნახევარში ყველა ოქმის მონაცემები გვექნება“, – განაცხადა იაკობ ასანიძემ.

მისივე თქმით, ხმების დათვლის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევის შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურის პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ დილის 9:00 საათისთვის გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაპირველადი მონაცემებით, ხაშურში “მრეწველების” კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს