მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ენმ-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა

მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის საჩივარი 86-ე უბნის შედეგების გაბათილების შესახებ.

საქმე ეხება საჩივარს, რომლის თანახმადაც თითქოს და მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამ უბნის საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაიყარა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ იქ მხოლოდ 384 ბიულეტენი აღმოჩნდა. ზუსტად ის რაოდენობა, რამდენმა ამომრჩეველმაც მისცა ხმა.

საჩივრების განხილვას ხმაურიც მოჰყვა და სხდომა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და დამკვირვებელმა დატოვეს.

ისინი 26-ე უბნის შედეგების გაბათილებასაც ითხოვდნენ, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. კომისიამ საბოლოოდ 51 საჩივარი განიხილა.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბილ კლინტონის შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიათბილისში OECD-ის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია გაიხსნა