მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში დაიბარეს

რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის მოქალაქემ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის და ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ამის ამსახველი ვიდეო აქციის მონაწილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც იგივე პიროვნებამ სიტყვები უკან წაიღო და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო,სადაც ასახულია თუ როგორ ისვამს იგივე პიროვნება ,სახეზე სავარაუდოდ შარდს. ვიდეო სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში ვრცელდება.

სკანდალურ ინფორმაციას ,,სტუდია მონიტორი”ავრცელებს. ,,ქრონიკა” საკითხთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა. თემურ აბაზოვი კატეგორიულად უარყოფს მომხდართან კავშირს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ სტუდია მონიტორის სიუჟეტიდან შეიტყო. აბაზოვი არ გამორიცხავს შესაძლო პროვოკაციასაც. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაშია დაბარებული და მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში ასევე დაბარებულები არიან მარნეულის სხვა მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 144-ე მესამე პრიმა მუხლით ,რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/monitorstudio/videos/1837875082941854/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისისხლის დონორთა მსოფლიო დღე, 14 ივნისი
შემდეგი სტატიაგაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო