მარნეულის მერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დღეს დაკავებულ მარნეულის მერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვის მიმართ გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტი) დაიწყო. აღნიშნული მუხლი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი
შემდეგი სტატიამარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი