მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, საარჩევნო უბანზე არ უშვებენ ჟურნალისტებს.

დაპირისპირება მოხდა ერთ-ერთ დამკვირვებელსა და ჟურნალისტებს შორის.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი კარებში ჩადგა და არ აძლევდა მედიას შიგნით შესვლის საშუალებას.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ იცის, კარებს ვინ კეტავდა და ვინ უშლიდა ჟურნსლისტებს მუშაობაში ხელს.

ამასთან, მისივე თქმით, ერთ-ერთი პირი საარჩევნო კაბინაში შევიდა, კედელზე ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო ნომერი დაწერa, რამაც ხამური გამოიწვია, სწორედ ამას მოყვა დაპირისპირება.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური : არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს-მ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო