მარკ ცუკერბერგს მეორე შვილი შეეძინა

მარკ ცუკერბერგი მეორედ გახდა მამა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ შემქმნელის უმცროს ქალიშვილს ავგუსტა დაარქვეს.

„მე და პრისცილა ბედნიერები ვართ ქალიშვილის დაბადებით. ჩვენ მას წერილი მივწერეთ იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც, იმედი გვაქვს, ის ბედნიერად იცხოვრებს“, – დაწერა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ცუკერბერგმა.

მარკ ცუკერბერგმა პრისცილა ჩანი 14 წლის წინ, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა. პირველი ქალიშვილი, მაქსი მათ 2105 წელს შეეძინათ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ დაასახელა